დაარსდა 2025 წელს

მისია და ისტორია

ასოციაციის მიზანია საქართველოში წიგნის ინდუსტრიის განვითარება, საგამომცემლო სფეროს გაძლიერება, ბეჭდვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობა.

საქართველოს წიგნის ასოციაციის მიზანია საქართველოში წიგნის ინდუსტრიის განვითარება, საგამომცემლო სფეროს გაძლიერება, ბეჭდვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობა.

ასოციაცია 2025 წლის თებერვალში დაარსდა იმ წიგნის გამომცემლებისა და გამავრცელებლების ინიციატივით, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. შექმნის დღიდან საქართველოს წიგნის ასოციაცია ემსახურება დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საგამომცემლო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას და წიგნის სფეროში პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

დღეს ასოციაცია 27 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს — წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქართული წიგნის ბაზრის განვითარებაში. ასოციაცია წარმოადგენს წევრების საერთო ინტერესების დამცველ პლატფორმას და ხელს უწყობს მათ შორის თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრას.

ასოციაცია იცავს გამოცემისა და გავრცელების თავისუფლების პრინციპებს, მხარს უჭერს წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ხელს უწყობს საქართველოში კითხვის კულტურის განვითარებას. საქართველოს წიგნის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა წევრი ორგანიზაციების გაძლიერება და ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მდგრად, თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას.

2026 წელს საქართველოს წიგნის ასოციაცია გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრი გახდა და პირველ წელს საწყისი წევრის სტატუსით ისარგებლებს.

ასოციაციის წევრებს სჯერათ, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი წიგნის ინდუსტრია ქვეყნის კულტურული, საგანმანათლებლო და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.