წევრი ორგანიზაცია
გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, კომიქსების სტუდიები და დამოუკიდებელი წიგნის სივრცეები.
საქართველოს წიგნის ასოციაცია აერთიანებს ქართული წიგნის ინდუსტრიის 27 მნიშვნელოვან წარმომადგენელს/წევრს — როგორც მსხვილ, ისე მცირე გამომცემლობებსა და წიგნის გამავრცელებელ ორგანიზაციებს. ასოციაციის წევრი კომპანიები ქმნიან საქართველოს წიგნის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს და მათი ერთობლივი წილი ინდუსტრიის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.
წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ წიგნის სფეროს სხვადასხვა მიმართულებას — თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის, საბავშვო წიგნების, აკადემიური და საგანმანათლებლო გამოცემების, კომიქსების, თარგმნილი ლიტერატურის გამოცემასა და წიგნების გავრცელებას. მათი მრავალფეროვნება ასოციაციას აძლევს შესაძლებლობას, წარმოადგინოს წიგნის ინდუსტრიის სხვადასხვა მონაწილეთა ინტერესები და ხელი შეუწყოს სფეროს მდგრად განვითარებას.
ასოციაციის წევრებს შორის არიან როგორც დიდი ხნის გამოცდილების მქონე გამომცემლობები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში წიგნის კულტურის განვითარებაში, ასევე ახალი თაობის დამოუკიდებელი გამომცემლები და წიგნის სივრცეები, რომლებიც ინოვაციურ მიდგომებსა და ახალ იდეებს ავითარებენ.